ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტის მკვლელების დაკავებაზე ჯილდო დააწესეს

საქართველო, თბილისი - 12:16 | 12.07.2017
ნანახია: 1641

აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ რუსი ტურისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილთა დაკავებაზე ჯილდოდ მილიონი რუბლი დააწესა. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იტყობინება. ანდრეი კაბანოვი გუშინ გუდაუთაში მოკლეს. მძარცველებს მან წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, მისი ცოლი და 2 ბავშვი კი გაიტაცეს.

სამართალდამცველებმა მძევლების გათავისუფლება შეძლეს, მძარცველების დაკავება კი ამ დრომდე ვერ ხერხდება. გამოძიებას სოხუმის დეფაქტო ლიდერი რაულ ხაჯინბა ხელმძღვანელობს, რომელმაც მომხდარის გამო ადიღეს რესპუბლიკაში ვიზიტი გადადო და გუდაუთაში ჩავიდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე