პარიზში საქართველო-საფრანგეთის ბიზნესფორუმი ჩატარდა

საქართველო, თბილისი - 12:04 | 23.09.2015
ნანახია: 1967

 

საქართველოს დელეგაცია ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშილის ხელმძღვანელობით პარიზში იმყოფება, სადაც დღეს ორმხრივი ბიზნეს ფორუმი ჩატარდა.

ღონისძიებას საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციის პრეზიდენტი, ჟან ბურელი მასპინძლობს და მისი მიზანია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების ფრანგული ბიზნესსაზოგადოებისათვის გაცნობა და მათი კონკრეტული პროექტებით დაინტერესება.

ღონისძიებაზე პრეზენტაციებით წარდგნენ ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, გიორგი პერტაია, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ასლანიშვილი.

ბიზნეს ფორუმი ასევე ითვალისწინებდა კითხვა-პასუხის სესიას და ორმხრივ შეხვედრებს.

ფორუმის ფარრგლებში ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და MEDEF-ს შორის ასევე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ინფორმაციის რეგულარულ გაცვლასა და ბიზნეს ღონისძიებებისა და შეხვედრების ორგანიზებაში ერთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე