თამაზ მეჭიაური ამერიკის ელჩისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვს

საქართველო, თბილისი - 14:57 | 06.11.2015
ნანახია: 1779

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური საქართველოში ამერიკის ელჩისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამის შესახებ მან განცხადება კურიერთან რუსთავი 2-ის საქმეზე საუბრისას გააკეთა..

"თვით ამერიკის ელჩსაც კი არა აქვს უფლება ასე მკვეთრდა ჩაერიოს სუვერენული ქვეყნის საქმეებში. არც მეგობარს არა აქვს ასეთი ფრომით მომმართოს მე ჩემი ოჯახის საქმეებში. მეგობრობას აქვს რაღაც ზღვარი, რომლის იქით თვითონაც არ უნდა გადავიდეს. მე არ ვეთანხმები ამერიკის ელჩის განცხადებას და მგონია, რომ ბოდიშიც უნდა მოიხადოს", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

საქართველოში აშშ-ს ელჩის, იან კელის განცხადებაში, რომელიც "რუსთავი 2"-ის გარშემო 5 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს ეხება, ნათქვამია, რომ აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია "რუსთავი 2"-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუა ღამეს განვითარებული მოვლენებით,
"აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია "რუსთავი 2"-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუა ღამეს განვითარებული მოვლენებით. სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკული აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა - მიჩუმდეს.
ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რას ამ მისწრაფებათა განუყოფელი ნაწილია. ამავე დროს, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისაგან და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ვითარების მშვიდობიან მოგვარებას", - ნათქვამია განცახდებაში, რომელიც საელჩოს ოფიციალურ facebook გვერდზე გავრცელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე