„ჩვენ ერთობლივად განვახორციელებთ იმ პროექტებს, რომლებიც დაწყებული გვაქვს“ - ილჰამ ალიევი

საქართველო, თბილისი - 15:22 | 06.11.2015
ნანახია: 1669

მრავალწლიანი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი, - ასე შეაფასეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაფართოებულ შეხვედრაზე.

“ჩვენ ცოტა ხნის წინ შევხვდით ბაქოში, ახლა ვხვდებით საქართველოში და ამით მოხარული ვარ. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ ორი ქვეყნის ურთერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ჩვენ ერთობლივად განვახორციელებთ იმ პროექტებს, რომლებიც დაწყებული გვაქვს“, - განაცხადა შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით აზერბაიჯანისაქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და წლების განმავლობაში, სტაბილურად, საქართველოს სავაჭრო პარტნიორების უმსხვილესსამეულში ფიგურირებს.

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების დინამიკას და აღინიშნა, რომ 2012-2015 წლების მონაცემებით,აზერბაიჯანის მიერ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 3,7-ჯერ გაიზარდა.

შეხვედრისას იმ პროექტებზეც ისაუბრეს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროში ერთობლივადახორციელებენ; მათ შორის განსაკუთრებით აღინიშნა სამხრეთ-კავკასიური მილსადენის გაფართოება, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი და „სოკარ ენერჯი ჯორჯია“, რომელიც საქართველოს ენერგორესურსების ბაზარზე წარმატებით ფუნქციონირებს.

ასევე, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

გაფართოებული შეხვედრის შემდეგ საუბარი არაფორმალურ გარემოში, მთავრობის ადმინისტრაციის ვერანდაზე გაგრძელდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თბილისის ხედები დაათვალიერეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე