თამარ ჩხეიძე: როცა ამოსავალია პიროვნება, ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს ბრალდება

საქართველო, თბილისი - 11:57 | 23.09.2015
ნანახია: 2119

როცა ამოსავალია პიროვნება, ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს ბრალდება, - განაცხადა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარემ თამარ ჩხეიძემ ”ტაბულას” ეთერში, გადაცემა ”თეორემაში”.

“ როდესაც პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენ, არ აქვს მნიშვნელობა - რა ბრალდებით იჭერენ, იმიტომ რომ, როცა ამოსავალია არა დანაშაული, არამედ პიროვნება, ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს ბრალდება, მითუმეტეს, სახელმწიფო მოღვაწის მიმართ, რომელსაც ეკავა რაღაც თანამდებობა. მითუმეტეს, როცა ეს ბრალდება გამოიყურება სრულიად უსუსურად და დაუსაბუთებლად, მაშინ კიდევ უფრო ნათელია პოლიტიკური მოტივი. ბრალდება დასაბუთებულიც რომ იყოს და მართლაც რომ ჰქონდეს რაღაც კანონდარღვევას ადგილი, რაც ამ შემთხვევაში არ ჩანს, ეს პროცესი მაინც პოლიტიკური იქნებოდა და ეს საეჭვო არ არის, იმიტომ, რომ ცხადია მიზეზი და მოტივია დაპატიმრება და არა ის, რა ბრალდებას წარუდგენენ მას. მიზეზი და მოტივი არის სურვილი, აკვიატება, ამოჩემება ბატონი გიგისი და არამარტო”, - განაცხადა ჩხეიძემ და აღნიშნა, რომ ბრალდება ყოველთვის მოიძებნება, მთავარია, ადამიანის დაჭერა არ უკავშირდებოდეს პოლიტიკურ მოტივებს და მთავარი სულაც არ არის, თუ რა ედება მას კონკრეტულად ბრალად.

”ამ დღეებში კიდევ უფრო მკვეთრად და აშკარად გამოიკვეთა ეს აკვიატებული სურვილი, რომ თუნდაც რამდენიმე საათით არ ყოფილიყო გარეთ გიგი უგულავა, არ შეძლებოდა ინტერვიუების მიცემა, თავისი აზრის გამოთქმა, აკვიატებული სურვილი, რომ მინიმუმამდე დაეყვანათ მისი გარეთ ყოფნა”, - განაცხადა ჩხეიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე