7 ოქრო, 2 ვერცხლი, 8 ბრინჯაო - ქართველი სპორტსმენების წარმატება ევროპის ჩემპიონატებზე

საქართველო, თბილისი - 16:43 | 03.07.2017
ნანახია: 1984

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ჯამში 1 ოქრო, 1 ვერცხლი და სამი ბრინჯაო მოიპოვა, საერთო ჩათვლაში კი გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონატი ასევე ტრიუმფით დასრულდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებისთვის. ქართველმა ფალავნებმა, რვა შესაძლო მედლიდან, რვავეს მოგება შეძლეს.

3 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო - ასეთია კლასიკური სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მონაგარი. ჯამში, საქართველომ 71 ქულას მოუყარა თავი და გუნდურ ოქროსაც დაეუფლა.

გუნდური პირველი ადგილი და ოქრო მოიგეს ჭაბუკმა ძიუდოისტებმა ლიტვის ქალაქ კაუნასში დასრულებულ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე.

ფინალში, ქართველმა კადეტებმა უნგრეთს 4:1 მოუგეს და მათაც გუნდური ჩემპიონობა მოიპოვეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე