ემი უაინჰაუსის როლს ნუმი რაპასი შეასრულებს

საქართველო, თბილისი - 14:16 | 06.11.2015
ნანახია: 2819

შვედი მსახიობი ნუმი რაპასი ბრიტანელი მომღერლის ემი უაინჰაუსის როლს შეასრულებს. როგორც Variety იტყობინება, ბიოგრაფიული ფილმს ირლანდიელი რეჟისორი კრისტენ შერიდანი გადაიღებს. ეს პირველი მხატვრული ნაწარმოები იქნება შემსრულებელზე, რომელიც 2011 წელს 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფილმის სცენარის ავტორი თავად კრისტენ შერიდანი იქნება, სურათის სახელწოდება და წარმოების ოფიციალური ვადები უცნობია.

ნუმი რაპასმა პოპულარობა მოიპოვა სტიგ ლარსონის რომანის ”გოგონა დრაკონის ტატუთი” შვედურ ეკრანიზაციაში შესრულებული მთავარი როლით. ის ასევე მონაწილეობდა ფილმებში ”პრომეთე”, ”დაცემა” და ”ბავშვი 44”.

ემი უაინჰაუსმა თავისი კარიერის განმავლობაში ორი ალბომი გამოსცა. ის 2011 წელს ლონდონის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზი ალკოჰოლის ინტოქსიკაციით გამოწვეული გულის შეტევა გახდა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე