ექსპერტები ”ისლამური სახელმწიფოს” მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენებას ადასტურებენ

საქართველო, თბილისი - 13:51 | 06.11.2015
ნანახია: 1754

”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა საომარი მოქმედებების დროს ქიმიური იარაღი -იპრიტი გამოიყენეს. ამის შესახებ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მოხსენებაშია ნათქვამი.

როგორც Reuters-ი იტყობინება, მოხსენებში აღნიშნულია, რომ ქიმიური იარაღისგან ორი ადამიანი დაზიანდა. შემთხვევები ქალაქ მარეაში 21 აგვისტოს არის დაფიქსირებული. მოხსენებაში ნათქვამია, რომ იპრიტის გამოყენებამ ბავშვის სიკვდილი გამოიწვია.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, იპრიტი მებრძოლებმა ან თვითონ დაამზადეს, ან ხელში ჩაუვარდათ სირიის ქიმიური იარაღის უცნობი საცავებიდან. სააგენტოს ინფორმაციით, ორგანიზაცია მოხენებას გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს ნოემბერში წარუდგენს.

მანამდე ამერიკელი სამხედრო ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ აგვისტოში ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ქიმიური იარაღი ერაყში ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ გამოიყენეს.

იპრიტი პირველად გერმანელებმა 1917 წელს ბელგიის ქალაქ იპრთან საფრანგეთის არმიის წინააღმდეგ გამოიყენეს. აღნიშნული ქიმიური ნივთიერება კანის დაწყლულებასა და ორგანიზმის საერთო მოწამვლას იწვევს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე