თინა ხიდაშელმა „რუსთავი 2“-ზე საუბარი პარლამენტის ტრიბუნიდან არ ისურვა

საქართველო, თბილისი - 13:28 | 06.11.2015
ნანახია: 1721

თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტის ტრიბუნიდან საუბარი არ ისურვა.

თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე, ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე კითხვით, მინისტრს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით დარჩიაშვილმა მიმართა, თუმცა, ხოდაშელმა აღნიშნა, რომ არასწორია, თავდაცვის მინისტრმა ამ თემაზე საპარლამენტო ტრიბუნიდან კომენტარი გააკეთოს.

„რაც შეეხება „რუსთავი2“-ის საქმეს, ამ ტრიბუნიდან ამ თემაზე განცხადებას კატეგორიულად არ გავაკეთებ, რადგან ვიცი, ამ ტრიბუნიდან ჩემი ნალაპარაკების შესახებ ეს ერთადერთი თემა იქნება. სხვაგან, სხვა ფორმატში თავი არასდროს შემიკავებია და ამას არც დღეს და ხვალ ვაპირებ“, - დასძინა მინისტრმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე