ლატვიის ტელეკომპანია “TV3” საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ გადაცემას ამზადებს

საქართველო, თბილისი - 11:57 | 23.09.2015
ნანახია: 1940

ლატვიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანია “TV3” საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ გადაცემას ამზადებს. გადამღები ჯგუფი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმყოფება. ადმინისტრაციის ორგანიზებილატვიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანია “TV3” საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ გადაცემას ამზადებს. გადამღები ჯგუფი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმყოფება. ადმინისტრაციის ორგანიზებით მაღალრეიტინგული გადაცემის „Farmer wants wife”-ის ექვსმა ჟურნალისტმა მცხეთა, ყაზბეგი, წინანდალი, ყვარელი, სიღნაღი), ახალციხე - რაბათი და თბილისის ისტორიულ ნაწილი დაათვალიერეს და გადაიღეს. ჟურნალისტები საქართველოს 19 სექტემბერს ეწვივნენ და ლატვიაში დღეს გაემგზავრებიან. ბალტიისპირეთის რეგიონი საქართველოსთვის ერთ-ერთ მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს. ტურიზმის ერონული ადმინისტრაცია სამივე ქვეყნის მედია-საშუალებების წარმომადგენლებისათვის  ყოველწლიურად ატარებს პრესტურებს. 2015 წლის 8 თვის მონაცემებით ლატვიიდან საქართველოს 5480 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა წინაწლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით მეტია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე