ვინც წამართვა ტელევიზია, დღეს ოდესაში ზის - დავით დვალი

საქართველო, თბილისი - 12:58 | 06.11.2015
ნანახია: 1607

"რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი პროკურატურას "რუსთავის 2"-ის საქმის მასალებში არსებული ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. 

“იქნებ მოვთხოვოთ პროკურატურას, რომ გაასაჯაროოს ის ინფორმაცია, რომელიც გამოძიებაში დევს. ძალიან საინტერესო მასალებია, ვინ რა გააკეთა, ვინ როგორ იმოქმედა, როგორ გაუშვეს გაკოტრებაზე, ვისი დავალებით და ასე შემდეგ. აღმოაჩენთ, რომ ის პირები, რომლებიც ოდესიდან გეგმებს აგზავნიან, მთავარი მონაწილეები არიან და არა ის ვიღაც კარსანიძე, რომელიც შლოპანცებით ზის, საიდანღაც გამოიყვანეს და გადააფორმებინეს. ეს ადამიანი სრულიად არაფერ შუაშია. მე ვთქვა, რომ კარსანიძემ წამართვა ტელევიზია სასაცილო იქნება, ვინც წამართვა ტელევიზია, დღეს ოდესაში ზის, სამწუხაროდ ისევ არევას, ბრძანებების გაცემას და თქვენს გამოყენებას ცდილობს,”- განაცხადა დავით დვალმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე