ჩილე კონფედერაციის თასის ფინალში გავიდა

საქართველო, თბილისი - 10:56 | 29.06.2017
ნანახია: 1503

კონფედერაციის თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა დაძაბული გამოდგა. პორტუგალია ჩილეს ეროვნულ ნაკრებს ყაზან-არენაზე დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა.

გუნდებმა ანგარიშის გახსნა ვერც დამატებით დროში შეძლეს. შეხვედრის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. მატჩის გმირი ჩილელთა მეკარე გახდა. კლაუდიო ბრავომ პორტუგალიელებს სამი პენალტი აუღო და ჩილეს ეროვნული ნაკრები ფინალში გაიყვანა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე