„ბავარიის“ თავდამსხმელი მეგობარი გოგონას ცემისთვის დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:14 | 28.06.2017
ნანახია: 1645

მიუნხენის „ბავარიის“ თავდამსხმელი კინგსლი კომანი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებს მისმა ყოფილმა 21 წლის მეგობარმა გოგონამ მიმართა.  

კომანმა ის მას შემდგ სცემა, რაც გოგონამ Instagram-ზე მის აქაუნთში შესვლა სცადა.

გოგონას თქმით,  მას სარეკლამო პოსტის განთავსება სურდა. ფოვარდმა თავისი დანაშაული აღიარა, რის შემდეგაც პოლიციის განყოფილებიდან რამდენიმე საათში გამოუშვეს.

საქმესთან დაკავშირებით სასამართლო მოსმენა სექტემბერში გაიმართება.

კომანმა თავის გუნდთან ერთად გერმანიის ჩემპიონობა ორჯერ მოიპოვა. მანმდე ის „პარი სე ჟერმენის“ შემადგენლობაში გამოდიოდა, სადაც ასევე ორჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი. ტურინის „იუვენტუსში“ თამაშისას კი იტალიის პირველობა ერთხელ მოიპოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე