გრიბოედოვის თეატრის გასტროლები ციმბირში

საქართველო, თბილისი - 12:35 | 06.11.2015
ნანახია: 2309

14-დან 26 ნოემბრის ჩათვლით ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი სპექტაკლით „ხოლსტომერი. ცხენის ამბავი“ საგასტროლო ტურნეში ციმბირის ხუთ ქალაქში მიემგზავრება.

პროექტი ხორცილედება რუსეთის ფედერალური პროგრამის „დიდი გასტროლების“ (Большие гастроли) ფარგლებში. 

„ხოლსტომერის“ პრემიერა გრიბოედოვის თეატრში 2012 წლის 14 აპრილს გაიმართა. ეს გახლავთ ტრაგიკული აღსარება ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ავთანდილ ვარსიმაშვილი, მხატვარი - მირიან შველიძე. გრიბოედოვის თეატრმა ეს სპექტაკლი გიორგი ტოვსტონოგოვის დაბადებიდან 100 წლისთავს  მიუძღვნა. 

2013 წელს სპექტაკლი დაჯილდოვდა საერთაშორისო თეატრალური ფორუმის „ოქროს რაინდის“ გრან-პრით, ხოლო ვალერი ხარიუჩენკოს ნომინაციაში „მამაკაცის საუკეთესო როლი“ გადაეცა „ოქროს დიპლომი“.

სპექტაკლში მონაწილეობენ: აპოლონ კუბლაშვილი, ვალერი ხარიუტჩენკო, ლიუდმილა არტიომოვა-მღებრიშვილი, ლაშა გურგინიძე, მიხეილ არჯევანიძე, ვანო ქურასბედიანი, გიორგი ზანგური, ანა არუთინიანი-ნიკოლავა, ნინა კალატოზიშვილი, ოლეგ მჭედლიშვილი, ანასტასია გარმატიუკი, ნინო კიკაჩეიშვილი, ვასილ გაბაშვილი, დიმიტრი სპორიშევი, ვახტანგ ნიკოლავა, მედეა მუმლაძე, ნანა დარჩიაშვილი, მარიამ კიტია და სოფიო ლომჯარია.  

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე