”შესაძლებელია გავიზიაროთ ბორის ნემცოვის ბედი!” - ირაკლი ღლონტი

საქართველო, თბილისი - 12:29 | 06.11.2015
ნანახია: 1651

”რეფორმატორების” თავმჯდომარე რუსთავი 2-თან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება და კოლეგებს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია საშუალების დაცვისკენ მოუწოდებს. ირაკლი ღლონტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

”ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლების ფლობის ვადის გახანგრძლივების მიზნით მზად არის განახორცელოს მედია საშუალების ლიკვიდაცია, ისაუცილებლად დააორგანიზებს პოლიტიკურ ოპონენტთა განადგურებას სხვადასხვა უბედური შემთხვევის (აქამდე ჩვენთვის კარგად ცნობილი მეთოდებით)ინსცენირებით და ეს უკვე რეალური საფრთხეა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა საქართველოს ხელისუფლებების ისტორიაში ერთ–ერთ ყველაზე,,პირსისხლიან'' ძალასთან, რომელიც ეტაპობრივად აშკარად ავლენს მზაკვრულ უნარებს.

როცა ,,ნაციონალური მოძრაობის'' ზონდერები ფიზიკურად თავს დაესხა ტელეკომპანია იმედს, ეს რა თქმა უნდა მათი შეცდომა, დანაშაული და პოლიტიკურიუმწიფრობის ბრალი იყო, მათ ვერ გათვალეს შედეგების რეზონანსულობის ხარისხი, მაგრამ ამ ძალის სამართალ მემკვდირე – დღევანდელი ხელისუფლება,კიდევ უფრო მომწიფებულია უკანონობის ორგანიზებაში და ამას ეტაპობრივად ახორციელებს უფრო ,,ლამაზად'' კანონის სახელით!

დღეს ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ხელშეუხებელი სიკეთეები და ეს უნდა დავიწყოთ ჟურნალისტების დაცვით!

პატივცემულო კოლეგებო,

თუ დღეს ჩვენ დავთმობთ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია საშუალების ლიკვიდაციას სასამართლოს ხელით, აუცილებლად უნდა ვივარაუდოთ, რომჩვენ შესაძლებელია გავიზიაროთ რუსი ოპოზიციონერის, პუტინის მიერ მოკლული ბორის ნემცოვის ბედი!

საქართველოში პოლიტიკური პროცესი იმართება რუსეთში პუტინის მიერ აპრობირებული მეთოდებით! საქართველოში მედიის ლიკვიდაციის შემდეგ ბინძურსამუშაოებს შეასრულებს რუსული სპეც სამსახურების თანამშრომლები – ე.წ. ქილერები!

დღეს, ჩვენ უნდა დავიცვათ ჟურნალისტები!” - ნათქვამია ღლონტის განცხადებაში




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე