კონსტიტუციის 42-ე მუხლი ეხმარუება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს

საქართველო, თბილისი - 12:17 | 06.11.2015
ნანახია: 1771

2015 წლის 5 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დროებითი მმათველის დანიშნვნის შესახებ და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის მიერ გაცხადებული პოზიციით, მივიღეთ შემდეგი მდგომარეობა:

ერთის მხრივ, სახეზეა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით უნდა აღსრულდეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილების, როგორც კანონიერება, ისე დასაბუთებულობა და კონსტიტუციურობა, ძალიან  მსუბუქად რომ ვთქვათ, უდიდეს კითხვის ნიშნებს ბადებს.

მეორეს მხრივ, გვაქვს ვითარება, როდესაც რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ არ დატოვებს ტელეკომპანის. რაც თავის მხრივ იწვევს ამ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მექანიზმის, პროცესში სააღსრულებო პოლიციის ჩართვით, ამოქმედებას. ამასთან, წინა პერიოდში გავცელებული ჩანაწერებით იკვეთება, რომ პოლიტიკური პარტია ან პარტიები ემზადებიან  მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, პროცესების ვიწრო პარტიული ინტერესების სასარგებლოდ ან ხელისუფლების საზიანოდ გამოყენებისათვის, რაც საზოგადოების დაპირისპირებას, სხვადასხვა ძალადობრივი თუ პროვოკაციულ ქმედებებს გამოიწვევს.

ასეთი დაძაბული ვითარების შედეგად, პირველ რიგში პროცესი მთლიანად გადის სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოებიდან და ზრდის საშიშროებას მოვლენების იმგვარად განვითარებისა, როგორც ეს მოხდა რვა წლის წინ. რამაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა, როგორც ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარებას, ისე ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას. დღეს პროცესის ამ მიმართულებით განვითარება უფრო მეტ ზიანს მიაყენებს, როგორც პროცესში მონაწილე მხარეებს, სასამართლოს, სამოქალაქო საზოგადოებას, ხელისუფლებას და განსაკუთრებით, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.

იმისათვის რომ პროცესი დაბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებში და თავიდან ავიცილოთ მოვლენების ძალადობრივი სცენარით განვითარება, მოვუწოდებთ:

1.რუსთავი 2-ს, დაუყოვნებლივ გაასაჩივროს სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 ნოემბრის  გადაწყვეტილება, ასევე მიმართული იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ ნორმის კონსტიტუციურობის დადგენის მოთხოვნით, რომელიც  საქართველოს საერთო სასამართლოებს აძლევს ასეთი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. (ორივე შემთხვევაზე ვთავაზობთ დახმარებას).

2.საერთო სასამართლოებს, დაარღვიონ მანკიერი პრაქტიკა და  დაუყოვნებლივ განიხილონ საჩივარი გუშინდელ განჩინებაზე.

3.საკონსტიტუციო სასამართლოს, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში, პირველ რიგში  განიხილონ საკითხი ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.

4.აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომლსაც ხელეწიფება სასამრთლოს გადაწყვეტილების აღსრულება. გამოიჩინონ მეტი გონიერება და პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენების მიმართ, ხისტი ქმედებებით არ მოახდინონ სასამრთლოს 5 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულება საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებს მიღებამდე. რადგან ხელისუფლების ამგვარი მოქმედება გამოიწვევს ვითარების კიდევ უფრო მკვეთრ დაძაბვას და შესაძლოა, მიგვიყვანოს არეულობამდე.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე