დედამ საკუთარი შვილები ავტომობილში გამოკეტა - ბავშვები რამდენიმე საათში გაიგუდნენ

საქართველო, თბილისი - 13:04 | 25.06.2017
ნანახია: 1563

ტეხასში, დედის მიერ ავტომობილში გამოკეტილი ბავშვები სიცხისგან დაიღუპნენ. სამართალდამცავებმა 24 წლის მარია რენდოლფს მკვლელობის ბრალდება წაუყენეს.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დედამ 2 წლის გოგონა და მისი 16 წლის ძმის დასჯა გადაწყვიტა. ისინი საღამოს 5-ის ნახევარზე 26 მაისს დაიღუპნენ. ამ დროისთვის ტემპერატურა 35,5 გრადუსს აღწევდა.

დედამ გამოძიებას უბედური შემთხვევის რამდენიმე ვერსია უამბო, რაც შესაძლოა გამხდარიყო ბავშვების გარდაცვალების მიზეზი. პირველ ჩვენებაში მან თქვა, რომ ბავშვები თვითონ შევიდნენ ავტომობილში და კარები ჩაკეტეს და როცა მან დაინახა ჩაამტვრია მანქანის ფანჯარა რათა გადაერჩინა ბავშვები. თუმცა, მოგვიანებით მან აღიარა, 12:15 წუთზე ნახა, რომ ბავშვები მანქანაში თამაშობდნენ. ხოლო, როცა გოგონა მანქანიდან გადმოსვლას ცდილობდა, მან კარი ჩაუკეტა, რათა ,,მისთვის ჭკუა ესწავლებინა“.

დედის მტკიცებით, დარწმუნებული იყო, რომ გოგონა  თავად მოახერხებდა ავტომობილიდან გადმოსვლას და ძმის გადმოყვანას.

რენდოლფმა აღიარა, რომ ამის შემდეგ, შევიდა სახლში, მოწია მარიხუანა და 2-3 საათით დაიძინა. მისივე თქმით, მანქანის ფანჯარა ალიბის შექმნის მიზნით ჩაამტვრია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე