ვაჟა-ფშაველას გამზირზე გვიან ღამით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:00 | 25.06.2017
ნანახია: 1245

ვაჟა-ფშაველას გამზირზე გვიან ღამით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გვიან ღამით მათ 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს. გავრცელებული ინფორმაციით ინციდენტი ჩხუბით დაიწყო. 

27 წლის მამაკაცს საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს ესროლეს. 

მომხდარზე საქმე 108-ე და 236-ე მუხლებით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე