ყაჩარობა თბილისში - ოჯახის მეპატრონე ჯერ დააბეს, შემდეგ კი თანხა გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 14:09 | 24.06.2017
ნანახია: 1210

თბილისში, არჩილ კერესელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ოჯახის მეპატრონე დააბეს და სახლიდან ძვირფასი ნივთები და თანხა წაიღეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მათივე თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები.

მომხდართან დაკავშრებით, სამართალდამცავებს ჯერ არავინ დაუკავებიათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე