ქალბატონი 30-დან 40 წლამდე, შემეხმიანებთ მეილზე - მამუკა ონაშვილი საცოლეს ეძებს

საქართველო, თბილისი - 13:44 | 24.06.2017
ნანახია: 5525

მივხვდი რომ დავტორმუზდი და გადავწყვიტე ვიპოვო ჩემი გულის ქალბატონი. ქალბატონი, რომელიც იქნება ჩემი ცხოვრების მეგზური ბოლომდე, ამის შესახებ სოციალურ ქსელში მამუკა ონაშვილი წერს. 

მომღერალმა საჯარო ქასთინგი გამოაცხადა და გადაწყვიტა, რომ მომავალი მეუღლე ინტერნეტსივრცეში იპოვნოს.

"პრაიმნიუსჯორჯია" აღნიშნულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

მამუკა ონაშვილი: გთხოვთ არ განმსაჯოთ და ცუდად არ გამიგოთ. ბევრი, ძალიან ბევრი და დიდი ფიქრის მერე გადავწყვიტე, რომ აღარ ვიყო მარტო. არც არასდროს არ ვყოფილვარ მარტო, მაგრამ გადავწყვიტე შემექმნა ოჯახი!

ამდენი გასტროლების და მოგზაურობის გადამკიდე მივხვდი რომ დავტორმუზდე და ვიპოვო ჩემი გულის ქალბატონი. ქალბატონი, რომელიც იქნება ჩემი ცხოვრების მეგზური ბოლომდე. ვხუმრობ? არა, არ ვხუმრობ!

ქალბატონი 30-დან 40 წლამდე. შემეხმიანებთ მეილზე. mamuka_o@mail.ru ან აქ პირადში ფოტოებით! მე თვითონ შეგეხმიანებით ჩემი გადაწყვეტილებით. ქედს ვიხრი ყველას წინაშე და ასევე ბოდიშს ვიხდი თუ ვინმეს არ ვუპასუხებ. პატივისცემით, მამუკა ონაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე