ავარია ხაშურში - გარდაიცვალა ერთი ადამიანი

საქართველო, თბილისი - 11:40 | 24.06.2017
ნანახია: 1548

ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც ირკვევა, ტრაილერი და „ოპელის“ მარკის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე