ძალიან სახიფათოა - თინა ხიდაშელი „ქართულ ოცნებას“ უშიშროების საბჭოს გაუქმების მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს

საქართველო, თბილისი - 18:50 | 23.06.2017
ნანახია: 1332

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი „ქართულ ოცნებას“ უშიშროების საბჭოს გაუქმების მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს.

მისივე თქმით, ეს ქვეყნისთვის მძიმე გადაწყვეტილება იქნება.

„უშიშროების საბჭოს გაქრობა საერთოდ, მნიშვნელობა არ აქვს ვის ქვეშ იქნებოდა, მაგრამ საერთოდ გაქრობა, არის ძალიან მძიმე ამბავი ქვეყნისთვის, რომელიც ოკუპაციის რეჟიმში ცხოვრობს და მუდმივი განგრძობადი ომის პირობებში. ეს რაღაცა სხვა შეიარაღებული ძალები ჯერჯერობით, ამ წუთისთვის მდგომარეობით ისევ წერია ტექსტში. დიდი ხანი ვიფიქრე ვის შეიძლება ეს აზრი მოსვლოდა და ერთადერთი გამახსენდა კობა ნარჩემაშვილი, შეიძლება თუ მხედრიონს არ ვიფიქრებთ, მაშინ შინაგანი ძალების აღდგენა უნდა იქნებ. არ ვიცი, ძალიან რთული შემთხვევაა. თავისთავად ასეთი აზრი, რომ გაუჩნდა ხელისუფლება, რომ რაღაც ტიპის თოფიანი კაცები შეიძლება ქვეყანაში გააჩინოს, ეს უკვე ძალიან სახიფათოა,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე