ექვსმა ადვოკატმა ვერ ახსნა, თუ რატომ ითხოვდა ბრალდებული ციანიდის სასიკვდილო დოზას - პროკურორი

საქართველო, თბილისი - 17:28 | 23.06.2017
ნანახია: 1132

ექვსმა ადვოკატმა ვერ ახსნა, თუ რატომ ითხოვდა ბრალდებული ციანიდის სასიკვდილო დოზას, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავარმა მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი უნდოდა ადამიანის მკვლელობისთვის, ადვოკატებმა კი ისევ გამოგონილი ოქრომჭედელი ახსენეს.

"ვერც ერთმა მათგანმა ვერ ახსნა ის გარემოებები, რატომ ინტერესდებოდა ბრალდებული, მსხვერპლის ორგანიზმში აღმოაჩენდა თუ არა საწამლავს ექსპერტიზა და ისევ ის გამოგონილი ოქრომჭედელი ახსენეს ადვოკატებმა, რომ თითქოს მისთვის უნდოდა ბრალდებულს ეს საწამლავი. მთავარმა მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი უნდოდა ადამიანის მკვლელობისთვის. ადვოკატები დაუსაბუთებელი პროტესტებით და დაუსაბუთებელი შუამდგომლობებით ცდილობდნენ, შეეჩერებინათ მოწმის თავისუფალი თხრობა", - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, ბრალდებული დაპირისპირებული იყო პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილთან, ყველაფერს აკეთებდა მისი დისკრედიტაციისთვის.

სასამართლომ დღეს ბრალდების მტავარი მოწმე ირაკლი მამალაძე დაკითხა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე