ლარის კურსი

საქართველო, თბილისი - 17:15 | 23.06.2017
ნანახია: 1068

23 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.4110 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4080 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში  0.30 თეთრი შეადგინა.                              

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.6921 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6881 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.40 თეთრი შეადგინა.     

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6878 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.0690 ლარი ეღირება.                                                           

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 24 ივნისიდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე