ლევან კობერიძე: პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებები დამაზიანებელია ქვეყნისთვის

საქართველო, თბილისი - 16:44 | 23.06.2017
ნანახია: 1072

„ეს არის დამაზიანებელი ქვეყნისთვის და არ შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს",- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე საქართველოს პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებებს.

ლევან კობერიძის თქმით, პრეზიდენტის უფლებამოვალეობები და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა მკაფიოდაა განსაზღვრული საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი ვალდებულია, ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერ პროცესში საზოგადოების  ფართო ჩართულობას შეუწყოს ხელი.  თუმცა, პარლამენტის წევრის თქმით, ეს ასე არ ხდება.

„პრეზიდენტის უფლებამოვალეობები და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობები კონსტიტუციაში ძალიან მკაფიოდ  არის გამსაზღვრული. იგი მოვალეა, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ნებისმიერ პროცესზე, მათ შორის, პოლიტიკურ პროცესზე კონსესუსსში მაღალი დონის ჩართულობას და  ხელი შეუწყოს, რომ საზოგადოებამ, რაც შეიძლება, ჩართულობით იმსჯელოს ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზე, განსაკუთრებით ისეთზე, როგორიც არის კონსტიტუცია.

ჩვენ ვხედავთ საპირისპირო პროცესს, როდესაც ის, რეალურად, გარკვეული პოლიტიკური პარტიების ლიდერად გვევლინება ამ შემთხვევაში   და პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არის დამაზიანებელი ქვეყნისთვის და არ შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს",- განაცხადა ლევან კობერიძემ. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე