ილია მეორე დეკანოზ მამალაძეს თავდებში ვერ ჩაუდგება - პატრიარქის მდივანი

საქართველო, თბილისი - 16:42 | 23.06.2017
ნანახია: 1342

პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ილია მეორე დეკანოზ გიორგი მამალაძეს თავდებში ვერ ჩაუდგება. 

მისივე თქმით, საეკლესიო წესი სასულიერო პირის თავდებში ჩადგომას კრძალავს.

"მინდა შეგახსენოთ, რომ საეკლესიო წესით არ შეიძლება სასულიერო პირი დაადგეს თავდებად, რადგანაც ამას კრძალავს საეკლესიო კანონმდებლობა", - განაცხადა ბოტკოველმა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე