სავჩენკომ პრემიერ-მინისტრს შუა თითი უჩვენა

საქართველო, თბილისი - 15:40 | 23.06.2017
ნანახია: 1208

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ გროისმანს სახელმწიფო ბიუჯეტის კენჭისყრისას შუათითი უჩვენა.
უკრაინულმა მედიამ მანამდე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც სავჩენკო პარლამენტის სხდომათა დარბაზში უხერხულ ჟესტს აჩვენებს. თუმცა გაურკვევლი იყო, ვისი მისამართით იყო ეს ჟესტი გაკეთებული.

 „ეს იყო ჟესტების გაცვლა. როდესაც განიხილებოდა ბიუჯეტი რეგლამენტის პროცედურების დარღვევით  პრემიერ-მინისტრმა საკუთარ თავს ისეთი ჟესტის უფლება მისცა, რაც ნიშნავდა, რომ მისთვის ყველაფერი სულერთი იყო, რას ფიქრობდა პარლამენტი. მისი ჟესტით ჩანდა, რომ ყველაფერს როგორც უნდოდა ისე გააკეთებდა. მე მას პასუხად ვაჩვენე ჟესტი, რომელიც მიუთითებდა, რომ ის ცდება, და როგორც მას უნდა ისე არაფერი იქნება და პარლამენტს პატივი უნდა სცეს“, -განუცხადა სავჩენკომ ტელეარხ „112 უკრაინას“.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე