მზად ვართ ნებისმიერი სურპრიზისთვის - დეკანოზ მამალაძის ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 14:57 | 23.06.2017
ნანახია: 1498

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამ წუთებში, ე.წ. ციანიდის საქმეში პროკურატურის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს კითხავენ. 

ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთი ადვოკატის, ეკა ლომიძის განაცხადებით, არის მცდელობა, რომ ირაკლი მამალაძეს მიმანიშნებელი კითხვები დაუსვან.

„ამ ეტაპზე, ბრალდების მხარე თავისუფალი თხრობის საშუალებას აძლევს ირაკლი მამალაძეს. არის მცდელობა, რომ მიმანიშნებელი კითხვები დაუსვან, რათა ხელსაყრელი ინფორმაცია მიიღონ. მამალაძე ძირითადი მოწმეა, მისით აპელირებს პროკურატურაა და ამყარებს ბრალდებას მისი ჩვენებით.

არ ვიცოდით, რომ დაიკითხებოდა, თუმცა მზად ვართ ნებისმიერი სურპრიზისთვის. ჯვარედინი დაკითხვის დროს რა კითხვებიც გაჩნდება ბრალდების მხარის კითხვების შემდეგ და მოწმის ჩვენების შემდეგ, ყველაფერს ვკითხავთ. იცით, რომ ფიცის ქვეშ აძლევს ჩვენებას და არ აქვს სიცრუის უფლება. ჩვენ ვეცდებით, გამოვავლინოთ დეკანოზის უდანაშაულობა“, განაცხადა ეკა ლომიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე