რატომ ვართ ჩვენ დამნაშავე იმაში, რომ მამა გიორგი დაიჭირეს? - მეუფე თეოდორე

საქართველო, თბილისი - 13:22 | 23.06.2017
ნანახია: 1451

რატომ ვართ ჩვენ დამნაშავე იმაში, რომ მამა გიორგი დაიჭირეს?, - ამის შესახებ მეუფე თეოდორე ჭუაძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელის აუდიოჩანაწერიც საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა.

მისი თქმით, ყველას სურვილია, რომ მამა გიორგი მამალაძის საქმეზე დადგინდეს სიმართლე.

„მთავარი არის სიმართლე, ეს ყველა გვინდა და თითოეული ჩვენთაგანის სურვილია, მაგრამ ძალიან ცუდია, როცა ეს გადადის ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაში. პოლიტიკოსები პოლიტიკურად იყენებენ ამას და ეკლესიის მოწინააღმდეგეები იყენებენ ეკლესიის საწინააღმდეგოდ. ეს არის პრობლემა, რომ ყველა იყენებს ამ საქმე სათავისოდ. არც მამა გიორგის სასარგებლოდ იყენებს არავი და არ ეკლესიის სასარგებლოდ“, - განაცხადა მეუფე თეოდორემ.

მისი თქმით, ეკლესიას ძალიან ბევრი მტერი ჰყავს ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც, რომლებსაც სურთ ეკლესიის დისკრედიტაცია.

„ყოველთვის ამბობენ, რომ ეკლესიაში საშინელება ხდება, რაღაც გველეშაპები ვართ ჩვენ და ვცდილობთ, რომ ეს ერთი მამა გიორგი დაგვეხრჩო სულ ყველას. ჩვენ თავს არ ვიმართლებთ არასდროს. ეკლესიის წევრები არ გამოვსულვართ საჯაროდ და თავი არ გვიმართლებია. ის, რომ  მამა გიორგის საქმე გამოიყენო ეკლესიის მტრებმა ოჯახის და თვითონ მამა გიორგის წინააღმდეგ, ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. მამა გიორგის გამართლება ისევ ეკლესიის დისკრედიტაციით დაიწყო, თითქოს ეკლესიაა იმაში დამნაშავე, რომ მამამ გიორგი დაიჭირეს. რატომ ვართ ჩვენ დამნაშავე იმაში, რომ მამა გიორგი დაიჭირეს? აი, ეს ვერ გავიგე“, - განაცხადა მეუფე თეოდორემ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე