გერმანული „ლოუკოსტერი“ Eurowings-ი უკრაინის ბაზარზე შედის

საქართველო, თბილისი - 13:00 | 23.06.2017
ნანახია: 1101

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი, რომელიც Lufthansa-ს ჯგუფში შედის, 2018 წლიდან გერმანიიდან უკრაინის მიმართულებით გეგმავს ფრენებს.

პირველი მიმართულებები, რომელსაც Eurowings-ი განახორციელებს, ბერლინი-კიევი და დუსელდორფი-კიევი იქნება.

როგორც ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური დირექტორი პაველ რიაბიკინი აცხადებს, Lufthansa Group-თან შეხვედრები უკვე გაიმართა, რომლებიც თავის მხრივ ბორისპოლის აეროპორტის მენეჯმენტის მუშაობას მაღალ შეფასებას აძლევენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე