საბერძნეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 12:23 | 23.06.2017
ნანახია: 994

საბერძნეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა. მან კატასტროფა იმ დროს განიცადა, როდესაც ქიმიკატების აფრქვევდა. დაიღუპა ორი ადამიანი, ერთი კი დაშავდა.

ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე, ათენის აღმოსავლეთით მოხდა.

ვერტმფრენი კერძო კომპანიას ეკუთვნოდა.

დაშავბეულს ვერტმფრენიდან გამოსვლაში ადგილობრივი მცხოვრებლები დაეხმარნენ.

შემთხვევის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

ტელეარხ  Skai-ის ინფორმაციით, ვერტმფრენი ხელისუფლებამ კერძო კომპანიისგან კოღოების საწინააღმდეგო ქიმიური ნივთიერებების მოსაფრქვევად დაიქირავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე