ყატარს არაბული ქვეყნების მოთხოვნათა სია გადასცეს

საქართველო, თბილისი - 11:55 | 23.06.2017
ნანახია: 1053

დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის სანაცვლოდ არაბულმა ქვეყნებმა ყატარს მოთხოვნების 13 პუნქტიანი სია გადასცეს.ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ეგვიპტე ყატარისგან ითხოვენ, გაწყვიტოს ირანთან კონტაქტი, დახუროს თურქული სამხედრო ბაზა და ასევე, ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“, რომელსაც პროპაგანდის გავრცელებაში სდებენ ბრალს. 

მოთხოვნებში ასევე წერია, რომ ყატარმა ნატოს წევრ ქვეყნებთან ყოველგვარი კონტაქტი უნდა შეწყვიტოს და შეაჩეროს ტერორიზმის მხარდაჭერა, მათ შორის, ინფორმაციული თვალსაზრისით. 

მედიის ცნობით, მოთხოვნების შესასრულებლად ყატარს 10 დღიან ვადას აძლევენ. ოფიციალურ დოჰას შეთავაზება კუვეიტის მთავრობამ გაუგზავნა, რომელიც დიპლომატიურ კრიზისში შუამავლის როლს ასრულებს. 

ივნისის დასაწყისში საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა ყატარი ტერორიზმის მხარდაჭერასა და ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დესტაბილიტაციაში დაადანაშაულეს და მასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს. მოგვიანებით, დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტაზე განაცხადეს იემენმა და ლიბიამ. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე