მამათილმა რძალი თოფით დაჭრა - დაკავებულია 75 წლის მამაკაცი

საქართველო, თბილისი - 11:53 | 23.06.2017
ნანახია: 1367

ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში მამათილმა რძალი დაჭრა.

26 წლის თამარ თამაზაშვილს ჭრილობა თოფით, ზურგის არეში აქვს მიყენებული.

ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მკურნალობის კურსი უტარდება.

ადგილობრივების ინფორმაციით, ინციდენტი ოჯახურ კონფლიქტს, კერძოდ კი ეჭვიანობას უკავშირდება.

75 წლის დიმიტრი გივიშვილი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა. იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე