ჯონი დეპმა ტრამპის მკვლელობის შესახებ იხუმრა

საქართველო, თბილისი - 11:45 | 23.06.2017
ნანახია: 1257

ამერიკელმა მსახიობმა ჯონი დეპმა დონალდ ტრამპზე თავდასხმის შესახებ იხუმრა. წერს The Guardian-ი.

„როდის მოკლა მსახიობმა ბოლოს პრეზიდენტი?“ - მიმართა მსახიობმა თავისი ფილმის პრეზენტაციაზე ბრიტანულ გლასტონბერის როკ-ფესტივალზე დამსწრე მაყურებელს.

მაყურებლები მის სიტყვებს აღფრთოვანებით შეხვდა. ამის შემდეგ დეპმა დააზუსტა, რომ თავის თავს არ გულისხმობდა.

„მინდა დავაზუსტო - მე მსახიობი არ ვრა. მე ვიტყუები და ამით ფულს ვშოულობ. ეს (პრეზიდენტის მკვლელობა) დიდი ხანია არ ყოფილა. ასე რომ შესაძლოა უკვე დროა“.

დეპის გამოსვლა YouTube-ზე გამოქვეყნდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე