რომან გოცირიძე ბიონსეზე შექმნილ ვიდეოში და MTV-ის სიუჟეტშიც მოხვდა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 10:16 | 23.06.2017
ნანახია: 1974

პარლამენტარი რომან გოცირიძის კადრები, რომელშიც ის სელფის გადაღებას ცდილობს, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ფოტო MTV-ს ვიდეოშიც გამოიყენეს. 

ბიონსეს მამის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში, რომელშიც მოთხრობილია, რომ ბიონსეს მამამ Instagram-ზე ტყუპების გაჩენა დაადასტურა, წამყვანი პარალელს რომან გოცირიძის ვიდეოსთან ავლებს და ამბობს, რომ მამების თაობას Instagram-ზე ლაიქების მოსაპოვებლად ძალიან ბევრი შრომა უწევს.

გოცირიძის ვიდეო Reddit-მაც აიტაცა, gif-ის განყოფილებაში დადებულ პოსტს ამჟამად 75 ათასზე მეტი ხმა აქვს მიღებული.

 აღნიშნულ ფაქტზეა საუბარი სიუჟეტში, წამყვანი კი პარალელს რომან გოცირიძის ვიდეოსთან ავლებს და ამბობს, რომ მამების თაობას ინსტაგრამზე ლაიქების მოსაპოვებლად ძალიან ბევრი შრომა უწევთ.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე