პოლონური სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

საქართველო, თბილისი - 10:21 | 23.06.2017
ნანახია: 1026

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ვერმფრენი იტალიაში სამხედრო სწავლებისას ჩამოვარდა. ინციდენტი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქ მასანძაგოსთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც ხუთი პოლონელი და ფრანგი სამხედრო იმყოფებოდა, რივოლტოს სამხედრო აეროპორტიდან აფრინდა.

მოულოდნელად ვერტმფერნის ტურბინას ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც პილოტი იძულებული გახდა ერთ-ერთი ფერმის ტერიტორიაზე დამჯდარიყო.

თვითმხილველთა თქმით, ავარიული დაჯდომის მომენტში ბორტზე ხანძარი გაჩნდა.

ბორტზე მყოფთაგან სერიოზულად არავინ დაშავებულა, ცეხლმოდებულ ვერტმფრენს რამდენიმე სახანძრო ბრიგადა აქრობდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე