ქიბარ ხალვაში: ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს

საქართველო, თბილისი - 11:40 | 06.11.2015
ნანახია: 1653

ქიბარ ხალვაში საკუთარი წილების ნახევარს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს უთმობს, ამის შესახებ ბიზნესმენმა პრესკონფერენციაზე რამდენიმე წუთის წინ განაცადა. ხალვაში საკუთარ გადაწყვეტილებას სამართლიანობის აღდგენად აფასებს.

„მე დათო დვალთან ვილაპარაკე და შევთანხმდით, რომ ჩვენი კომპანია, გამარჯვების შემთხვევაში იქნება აუცილებლად პარიტეტულ საწყისებზე. ეს ჩემი კეთილი ნებაა. თუ სასამართლო ბოლოს ჩემს სასარგებლოდ დაადგენს ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს. კომპანიის მმართველობაში მონაწილეობას არ მივიღებ. ჟურნალისტიკა თავისუფალი იქნება ჩემი ზემოქმედებისაგან. ამ საქმიანობას წარმართავენ ისეთი პროფესიონალები, როგორიც დათო და რეზოა.“ - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე