დეკანოზის საქმის განხილვა დღეს განახლდება

საქართველო, თბილისი - 09:40 | 23.06.2017
ნანახია: 1119

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დღეს განახლდება. 

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე შესავალი სიტყვით წარდგება და სასამართლოს იმ არგუმენტებს გააცნობს, რის საფუძველზეც ბრალდებულის უდანაშაულობის დამტკიცებას გეგმავს.

დაცვის მხარის შესავალი სიტყვის შემდეგ კი სახელმწიფო ბრალდება საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს. საქმის განხილვა კვლავ დახურულ რეჟიმში გაგრძელდება.

სასამართლო პროცესს სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი დაესწრება.

სასამართლო პროცესებზე დაიკითხებიან პროკურატურის მოწმეები, მათ შორის ბრალდების მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე. პროკურატურის დასაკითხ პირთა სიაშია ასევე პატრიარქის მდივან-რეფერეტი შორენა თეთრუაშვილი, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული და ასევე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე