დასანანია, რომ პრეზიდენტი ასეთი პოლიტიკური ბრძოლის გზას დაადგა - გია ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 18:43 | 22.06.2017
ნანახია: 965

დასანანია, რომ პრეზიდენტი ასეთი პოლიტიკური ბრძოლის გზას დაადგა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი არც დღევანდელი და არც მომავალი კონსტიტუციით ამ ფორმატში და ამ ფარგლებში არ უნდა აკეთებდეს მსგავს განცხადებებს.

„მგონია, რომ პრეზიდენტი ძალიან ცუდად უწევს ექსპლუატაციას ხალხის ვითომცდა პოზიციას. სხვას ვერაფერს ვიტყვი. დასანანია, რომ პრეზიდენტი ასეთი პოლიტიკური ბრძოლის გზას დაადგა. პრეზიდენტი არც დღევანდელი და არც მომავალი კონსტიტუციით ამ ფორმატში და ამ ფარგლებში არ უნდა აკეთებდეს მსგავს განცხადებებს. ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი. ვფიქრობ, თუკი ხალხის ინტერესებზეა საუბარი, სწორედ მან უნდა გაითვალისწინოს ამის აუცილებლობა. მე ვერ ვილაპარაკებ მის მაგივრად. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტი ფიქრობს პოლიტიკურ ველზე დარჩენას და შეიძლება 2018 წელს მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მაგრამ, როცა იმყოფები იმ პოზიციაზე, როცა გავლენა შეგიძლია მოახდინო ჩვენს სანუკვარ მიზანზე, რასაც სტაბილურობა წარმოადგენს, ცოტა ათჯერ მაინც უნდა გაზომო და ერთხელ გაჭრა,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე