საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში ვაცლავ ჰაველის ძეგლი გახსნა

საქართველო, თბილისი - 17:25 | 22.06.2017
ნანახია: 1575

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში, ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველისძეგლი ჩეხეთის თავდაცვის მინისტრთან მარტინ სტროპნიცკისთან ერთად გახსნა.

ძეგლის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას პრზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეოურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პარლამენტარები, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საკრებულოს, მერიისადა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისი თაოსნობითაც და მონაწილეობითაც დაიდგაჩეხი საზოგადო მოღვაწის ძეგლი.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ჰაველის ძეგლი მნიშვნელოვანი გზავნილია ქართული საზოგადოებისთვის,რომ ის ღირებულებები, რომლითაც ვაცლავ ჰაველი ხელმძღვანელობდა პოლიტიკაში, ჩვენთვის დღესაც ძალიანმნიშვნელოვანია.

,,ჰაველის მოღვაწეობა ძალიან ნათლად ეუბნება ქართველ და ჩეხ პოლიტიკოსებს, რომ პოლიტიკა შეიძლება იყოსღირებულებებზე აგებული.

ჰაველის მთელი მოღვაწეობით მტკიცდება ტყუილი იმ გარყვნილი აზროვნების, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა დაპოლიტიკოსებმა ბინძურად უნდა აკეთონ ეს.

ჰაველის მოღვაწეობით ბათილდება ის ტყუილი, რომ უნდა ილაპარაკო ღირებულებებზე და რეალურად ცხოვრებაშისხვა პრინციპებით იცხოვრო.

ამიტომ, ჰაველის ძეგლი მშვენიერი გზავნილია ქართული ახალგაზრდობისთვის, რომ პოლიტიკა მათი საქმეა,პოლიტიკაში მათ გულწრფელად უნდა იმოქმედონ  და რეალურად ღირებულებებზეა დამყარებული პოლიტიკა.

მე ჩეხეთში, პრაღაში ვცხოვრობდი დიდი ხნის განმავლობაში. მახსოვს, როდესაც ჰაველი იყო პრეზიდენტი რამდენადავსებდა ეს, ჩეხ ახალგაზრდობას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ძეგლის გახსნა ქართული საზოგადოებისთვის ვაცლავ ჰაველისღირებულებების გამტკიცების საწინდარი იქნება.

ვაცლავ ჰაველის ძეგლის ავტორი თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული მოქანდაკეჯუმბერ ჯიქიაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე