სასამართლომ სარჩელი საპატრიარქოს იურისტის წინააღმდეგ წარმოებაში არ მიიღო

საქართველო, თბილისი - 16:31 | 22.06.2017
ნანახია: 1019

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი საპატრიარქოს იურისტ ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ წარმოებაში არ მიიღო.

სარჩელი ქარჩავას განცხადებას, რომლის მიხედვით, დეკანოზმა შესაძლოა, 50 მილიონი ევრო გაათეთრა ეხებოდა.

"ამის გამო, პატივისა და ღირსების შელახვისთვის მიჩივლეს, მაგრამ სასამართლომ არ მიიღო სარჩელი და საინტერესოა რატომ", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ. 

როგორც იურისტი აცხადებს, ეს განცხადება საპატრიარქოს ნებართვის გარეშე გააკეთა თამაშის იმ ბინძური წესების გამო, რომელსაც ეწევიან დეკანოზის უკან მდგომი ადამიანები და ე.წ.ციანიდის საქმის ორგანიზატორები. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე