საქართველოს საზღვართან დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 15:26 | 22.06.2017
ნანახია: 1052

აზერბაიჯანი–საქართველოს საზღვარზე დღეს დაკავებული ჟურნალისტი კამრან მაჰმუდოვი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჟურნალისტიც ადასტურებს.

კამრან მაჰმუდოვის თქმით, ის საქართველოში თავის ადვოკატთან ერთად აპირებდა გამგზავრებას, მაგრამ სასაზღვრო პუნქტზე პასპორტის შემოწმებისას შეაჩერეს და ცვლის უფროსს გადასცეს.

თავდაპირველად, მუჰამედოვის დაკავების შესახებ ინფორმაცია ასევე აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, ხადიჯა ისმაილოვამ გაავრცელა. ისმაილოვას თქმით, საზღვარზე კამრან მაჰმუდოვს უთხრეს, რომ მას პოლიცია ეძებდა. 

„ჩვენ ერთად ვმუშაობდით რამდენიმე წლის განმავლობაში „რადიო თავისუფლების" რადიო გადაცემაზე After Work, მე წამყვანი ვიყავი, ის - პროდიუსერი. „რადიო თავისუფლების" ბაქოს ოფისის დახურვის შემდეგ კამრანი სხვადასხვა გადაცემებს უძღვებოდა სხვადასხვა პლატფორმებზე, რომლებიც მიმდინარე საკითხებს ეხებოდა. იგი თამამი ჟურნალისტია. მისი დაკავებისთვის სხვა მიზეზი არ არსებობს" - განაცხადა ხადიჯა ისმაილოვამ. 

აზერბაიჯანის პოლიციაში განმარტეს, რომ კამრან მაჰმუდოვს აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება და ვითარება შესაბამისი შემოწმებების შემდეგ გაირკვევა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე