პორტუგალიაში ხანძრის ახალი კერების გაჩენის საფრთხე კვლავ არსებობს

საქართველო, თბილისი - 15:24 | 22.06.2017
ნანახია: 1027

პორტუგალიაში ხანძრი ლიკვიდირებულია, თუმცა ახალი კერების გაჩენის რისკი არსებობს.  

მეხანძრეებმა ტყეში გუშინ ხანძრის ჩაქრობა მოახერხეს გოიშის მუნიციპალიტეტში, სადაც ტყის 20 ათასი ჰექტარი დაიწვა.

ადგილზე 1100 მეხანძრე და 284 ერთეული ტექნიკა რჩება, მზადყოფნაშია ასევე თვითმფრინავებიც.

გუშინ მოხერხდა ხანძრის ჩქრობა პედროგან-გრანდის მუნიციპალიტეტშიც, სადაც სტიქიამ 64 ადამიანი იმსხვერპლა.

თუმცა სპეციალისტების აზრით, ახალი კერების გაჩენის საფრთხე მაინც არსებობს.

პედროგან-გრანდის მუნიციპალიტეტში ძლიერი ხანძარი ტყის მასივს შაბათს მოედო. ხელისუფლების განცხადებით, ხანძრის მიზეზი მეხის ჩამოვარდნა გახდა.

ცეცხლი ძლიერი ქარის გამო სწრაფად გარცელდა ტყის მასივში და დასახლებულ პუნქტზეც გადავიდა.

 ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 200-ს მიაღწია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე