დეკანოზი მოხარულია, რომ პატრიარქს მისი უდანაშაულობის სჯერა - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 14:46 | 22.06.2017
ნანახია: 1046

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზი მოხარულია, რომ პატრიარქს მისი უდანაშაულობის სჯერა.

ამასთანავე, ბრალდებული ბედნიერია, რომ პატრიარქმა მისი ოჯახი მიღო.

როგორც ადვოკატი ამბობს, დეკანოზი კიდევ ერთხელ ითხოვს მის ზიარებას.

ადვოკატის განცხადებით, საპატრიარქოში შეხვედრაზე იყო დეკანოზის ზიარებაზე საუბარი და ეს უნდა მომხდარიყო იმ დროს, როდესაც მასთან საპატიმროში მამა დავით ჭინჭარაული და მამა კახაბერი შევლენ. ადვოკატი იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება. 

ადვოკატები ბრალდებულ დეკანოზს გუშინ საპატრიარქოში მისი ოჯახის წევრებსა და პატრიარქს შორის გამართული შეხვედრის დეტალებზე ესაუბრნენ. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე