მეცნიერთა აზრით, ადამიანები 30 წლამდე უფრო შურიანები არიან, ვიდრე შემდეგ

საქართველო, თბილისი - 11:24 | 06.11.2015
ნანახია: 1888

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 30 წლამდე ასაკის ადამიანები უფროსებზე გაცილებით შურიანები არიან. ასაკის მატებასთან ერთად შურის გრძნობა არ ქრება, უბრალოდ ადამიანები მას იშვიათად განიცდიან. ამის შესახებ სამეცნიერო ჟურნალ Basic and Applied Social Psychology-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.

ამის გარდა, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ქალებსაც და მამაკაცებსაც სხვისი წარმატებები ერთნაირად შურთ. შესაბამის დასკვნამდე მეცნიერები კვლევის შედეგად მივიდნენ, რომელშიც 18-დან 80 წლამდე ასაკის 900 ადამიანი მონაწილეობდა. რესპოდენტებს ეკითხებოდნენ შურდათ თუ არა ოდესმე ვინმესი. კვლევის ავტორებმა კიდევ 800 შესაბამისი ასაკის მონაწილე გამოკითხეს, იმის დასადგენად, იყვნენ თუ არა ოდესმე ისინი შურიანობის მსხვერპლნი.

30 წლამდე ასაკის 80 -მა პროცენტმა განაცხადა, რომ ერთი წლის განმავლობაში მათ სხვების წარმატება აღიზიანებდათ, მსგავსი განცდა 50 წელს გადაცილებულებში კი მხოლოდ 59 პროცენტმა გამოავლინა. ამის გარდა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შურის ობიექტი გამოკითხულ ქალთა შორის 79,4 პროცენტი აღმოჩნდა, მამაკაცთა შორის კი 74, 1პროცენტი.

შედეგად სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ შური უფრო მეტად ასაკობრივ მაჩვენებელზეა დამოკიდებული და არა გენდერულზე.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე