ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ევროპული სტანდარტების თემაზე პროკურორებმა ტრენინგი გაიარეს

საქართველო, თბილისი - 13:04 | 22.06.2017
ნანახია: 1107

მთავარ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ევროპული სტანდარტების თემაზე პროკურორებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა. სწავლებისმიზანს ქართველი პროკურორებისთვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გაცნობაწარმოადგენდა. სასწავლო პროცესს ევროპის საბჭოს მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი ჯერემი მაკბრაიდი უძღვებოდა.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ევროპული სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისმე-6 მუხლთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის: დასაბუთებული განაჩენის აუცილებლობა, საპროცესო შეთანხმება, ირიბი ჩვენება და სხვა თემატურისაკითხები.  სასწავლო კურსი ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა და თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც მოიცავდა.

ტრენინგი საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში,  ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის"საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაშიმოყვანა ევროპულ სტანდარტებთან" მხარდაჭერით განხორციელდა.   

სასწავლო პროცესში, საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან, 22-მა პროკურორმამიიღო მონაწილეობა. ადამიანის უფლებათა დაცვა და სამუშაო პრაქტიკაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთუმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე