GEM FEST-სა და რადიო NRJ FM 104.7-ს შორის ექსკლუზიური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

საქართველო, თბილისი - 10:00 | 22.06.2017
ნანახია: 1735

ელექტრონული მუსიკის ფესტივალ GEM FEST-სა და რადიო NRJ FM 104.7-ს შორის ექსკლუზიური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ოფიციალურად დღეს მოეწერება.

რადიო NRJ, რომელიც პოპულარული ევროპული მუსიკალური რადიოსადგურის NRJ-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალ GEM FEST-ის საერთაშორისო საინფორმაციო მხარდაჭერას დასავლეთ ევროპის, რუსეთისა და აზიის ქვეყნებში უზრუნველყოფს. რადიო NRJ-ის სტუდია განთავსდება ანაკლიაში GEM FEST-ის ტერიტორიაზე.

რადიო NRJ-ის დამფუძნებლის საქართველოში, გიორგი შარაშიზის განცხადებით, NRJ-ის ცენტრალურმა ოფისმა მიიღო გადაწყვეტილება, საინფორმაციო მხარდაჭერა გაუწიოს ყველაზე პოპულარულ ქართულ ფესტივალს GEM FEST-ს და მრავალმილიონიან მსმენელთა შორის საქართველო უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახადოს ტურისტებისათვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე