ფეისბუქზე არ არის სალოცავი ადგილი - ბერი იერონიმე საზოგადოებას მიმართვს

საქართველო, თბილისი - 09:13 | 22.06.2017
ნანახია: 1595

პეტრას წმინდა მონასტრის ბერი იერონიმე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ შეინაჩუნონ ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან და არა ვირტუალური, - ამის შესახებ, ბერი სოციალურ ქსელ “ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე მიმართვს ავრცელებს.

„ყველას გთხოვთ... კომენტარებში ნუ მიწერთ: უფალო შეგვიწყალენ, დიდება შენდა უფალო, სამწმინდაოს, ტროპარ-კონდაკებს, მოსახსენებელს ცოცხალთა და მიცვალებულთა, იესოს ლოცვას, მამაო ჩვენოს და ა.შ.
მიზეზი: ფეისბუქზე არ არის სალოცავი ადგილი, არც იერონიმეა ღმერთი რომ ''უფალო შეგვიწყალენ" დაუწეროთ.
მართლა ვაკნინებთ სარწმუნოებას ჩვენდა უნებურად ხშირად ადამიანები, ამიტომ ვინმეს დასაცინი რომ არ გავხდეთ, შევინარჩუნოთ ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან და არა ვირტუალური, რადგან ყოვლადწმიდა სამება ჩვენს გულშია და არა ფეისბუქში.
უფლის მესამე მცნება, რომელიც კაცობრიობას მოსე წინასწარმეტყველის მეშვეობით მიეცა, ასე ჟღერს: „არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა“.
ნურც საკუთარ პირად განცდებსა და სინანულს გამოხატავთ საჯაროდ, რადგან ეს დაფარული უნდა იყოს ყველასგან.
სოციალური ქსელი კი გამოიყენეთ ადამიანებთან საკომუნიკაციოდ, სოციალური აქტივობისთვის. როგორც ადრე ადამიანები წერდნენ ერთმანეთს წერილებს, დღეს ეს უკვე გაცილებით მარტივია, შესაბამისად გამოიყენეთ ამ კუთხით.
ნურც ხატებით ააჭრელებთ აქაურობას, ხატებისთვის არის ადგილი, სალოცავი კუთხე და ეკლესია.
იმედია არ გეწყინებათ, შენდობას ვითხოვ.
ქრისტესმიერი სიყვარულით,
მონოზონი იერონიმე”, - წერს პეტრას წმინდა მონასტრის ბერი იერონიმე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე