მაკქუინი რბოლას აგრძელებს - “მანქანები 3” საქართველოს კინოთეატრებშია

საქართველო, თბილისი - 16:00 | 16.06.2017
ნანახია: 2095

15ივნიდან თბილისის კინოთეატრებში - ვოლის, ნემოს ძიებაში, დამბოსა და ალისა საოცრებათა ქვეყანაში შემქმნელებისგან, კიდევ ერთი სათავგადასავლო ჟანრის ანიმაცია “უოლტ დისნეი ფიქჩესისა” და “პიქსარ სტუდიოს” ერთობლივი ნამუშევარი - “მანქანები 3” -ის პრემიერა შედგა.

ბავშვებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ანიმაციის“მანქანებისა” და “მანქანები 2”- ის გაგრძელებას კრიტიკოსები წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. მთავარი გმირი ლაითინგ მაკქუინი სუპერთანამედროვე კონკურენტთან დამარცხების შემდეგ მწვრთნელის დახმარებით ძალებს აღიდგენს, რათა მარცხის შემდეგ დაუმტკიცოს ყველას, რომ ასაკის მიუხედავად მისთვის ყველაფერი შესაძლებელია. მისი მოწინააღმდეგე ჯეკსონ შტორმი აღჭურვილია სუპერთანამედროვე ტექნოლოგიებითა და საათში 200 კმ-ს ავითარებს.

შეძლებს თუ არა მაკქვინი გამარჯვების მოპოვებას გაუვალი ტყის ბილიკებში, შეგიძლიათ დღეიდან საქართველოს კინოთეატრებშიც იხილოთ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე