ლარის კურსი

საქართველო, თბილისი - 17:04 | 20.06.2017
ნანახია: 1062

20 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.4081 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4094 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.13 თეთრი შეადგინა.                              

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.6867 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7000 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.33 თეთრი შეადგინა.   

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6813 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.0499 ლარი ეღირება.                                                           

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 21 ივნისიდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე